პიტერ სიიარტო: ნუ დაგვადანაშაულებენ მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაში არ ვმონაწილეობთ - ჩვენთვის მთავარი მიზანია, ამ ომში რაიმე ფორმით არ ჩავერთოთ

პიტერ სიიარტო: ნუ დაგვადანაშაულებენ მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაში არ ვმონაწილეობთ - ჩვენთვის მთავარი მიზანია, ამ ომში რაიმე ფორმით არ ჩავერთოთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდებაში მონაწილეობაზე, რათა რუსეთს უკრაინის იმიერკარპატების ოლქი არ დაებომბა, რომელიც უნგრელებით არის დასახლებული.

„150 000 უნგრელი ცხოვრობს უკრაინის დასავლეთ ნაწილში. ცხადია, თუ ჩვენ გავაგზავნით იარაღს, ეს მიწოდება რუსებისთვის დაბომბვის სამიზნე იქნება. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ესროლონ იმ რეგიონებს, სადაც უნგრელები ცხოვრობენ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უნგრეთისა და უნგრელების უსაფრთხოება“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დატვირთვის წინაშე დგას.

„უკრაინიდან 630 000 ლტოლვილი მივიღეთ. ჩვენ კარგად ვზრუნავთ მათზე, ვთავაზობთ სამუშაოს მათ, ვინც დიდხანს რჩება, ხოლო ბავშვებს კი განათლებას. არ ველით, რომ ვინმე მადლობას გადაუხდის უნგრელებს. თუმცა, ერთ რამეს ველით: ნუ დაგვადანაშაულებენ, ნუ ილაპარაკებენ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მივიღოთ მონაწილეობა იარაღის მიწოდებაში. რატომ? იმიტომ, რომ მეზობლები ვართ. ჩვენთვის მთავარი მიზანია არ ჩავერთოთ ამ ომში რაიმე ფორმით“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.