პოლონეთის პრემიერი: დასავლური საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა იღლება უკრაინის ომის თემით - ვშიშობ, მომდევნო თვეები უფრო მეტ გულგრილობას მოიტანს, ეს უაღრესად საშიში ფენომენია და სამწუხაროდ, პუტინსაც ამის იმედი აქვს

პოლონეთის პრემიერი: დასავლური საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა იღლება უკრაინის ომის თემით - ვშიშობ, მომდევნო თვეები უფრო მეტ გულგრილობას მოიტანს, ეს უაღრესად საშიში ფენომენია და სამწუხაროდ, პუტინსაც ამის იმედი აქვს

დასავლური საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა იღლება უკრაინის ომის თემით, დასავლურმა საზოგადოებებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ომი ასევე მათი უსაფრთხოებისთვისაა, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გამოცემა Polska Times-თან ინტერვიუში.

კითხვაზე -არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ომი ყველა ჩვენგანისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა? საზოგადოება, ასევე დასავლელი პოლიტიკოსები და ჩვენ მას ყოველდღიურობად მივიჩნევთ?- პოლონეთის პრემიერმა უპასუხა:

რაც შეეხება პოლონელებს და პოლონური მედიის უმეტესობას, ასეთ ფრაზას არ გამოვიყენებდი. თუმცა, მართალია, დასავლური საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა იღლება ამ თემით. სწორედ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები მრავალი აქტივობით, მათ შორის ფართომასშტაბური აქციით „შეაჩერე რუსეთი ახლავე“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლურმა საზოგადოებებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ომი ასევე მათი უსაფრთხოებისთვისაა. ვშიშობ, რომ მომდევნო თვეები უფრო მეტ გულგრილობას მოიტანს და ეს უაღრესად საშიში ფენომენია. სამწუხაროდ, პუტინსაც ამის იმედი აქვს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, დღეს მისი მთავარი საზრუნავი უკრაინის მხარდაჭერაა საერთაშორისო დახმარების ორგანიზებითა და იარაღის მიწოდებით, ვინაიდან ჟანგიანი რუსული სატკეპნი უკრაინაში წინსვლას განაგრძობს.

„სევეროდონეცკი პრაქტიკულად რუსეთის ხელშია, ლისიჩანსკისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, უკრაინიდან სიგნალები სულ უფრო პესიმისტური ხდება. დასავლეთის უამრავი ქვეყნიდან დახმარება ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა. დასავლეთიდან საარტილერიო სარაკეტო სისტემებისა და ჰაუბიცების მიწოდება ძალიან ნელა მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მათგანი ჯერ კიდევ განცხადებების დონეზეა. ეს ომი საარტილერიო ომია. უკრაინას სჭირდება არტილერია“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

Aburjga Tasmanieli თქვენ, პოლონელებს უმადურობისათვის, ვერაგობისათვის, არ აგცდებათ ის რასაც იმსახურებთ, მოსხადენი მოგხვდებათ და ძალიან მწარედაც! თქვენ გაჩვენებენ ევროპის რუკას, სადაც პრუსიაც იქნება და მორავიაც ჩეხეთში!
2 წლის უკან