რუსეთმა იზიუმის მიმართულებაზე ჯარების დიდი ნაწილი გადაისროლა და სლავიანსკზე იერიშს აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში, რუსულმა ჯარმა, სავარაუდოდ, E40-ის მთავარ გზაზე კიდევ 5 კილომეტრით წაიწიეს წინ, უკრაინელებმა კი სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ახლა რუსული ჯარების აღმოსავლეთის და დასავლეთის ჯგუფები სლავიანსკიდან ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში იმყოფებიან.
„იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქს ცენტრალური და სამხრეთის ჯგუფების მხრიდანაც ემუქრება საფრთხე, არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასში კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტი იქნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.