მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე არა მხოლოდ გეგმა გავაცანით საზოგადოებასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და უკვე პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგით ამ გეგმის შესასრულებლად, ოპოზიცია ამას ვერ თუ არ ხედავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირი დადო 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუმცა ამ დროს გამოვიდა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ამბობს, რომ მას აქვს 4-პუნქტიანი გეგმა და ეს თუ შესრულდება, მხოლოდ მაშინ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. გამოვიდა ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და მგონი 7-პუნქტიანი გეგმა დააანონსა. მოდი, ჯერ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელ გეგმაზეა საუბარი - ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირის მიერ დადებული 12-პუნქტიანი გეგმით, რომელსაც არ აღიარებს რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.