თამარ ტალიაშვილი: სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიან, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება

თამარ ტალიაშვილი: სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიან, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება

„სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიან, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება“, - ამ სიტყვებით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც, ევროკომისიის გეგმის შესასრულებლად, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული პლატფორმის გამოყენებაზე უარს ამბობს.

"ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით სახელისუფლებო გუნდმა შექმნა თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც დეტალურადაა გაწერილი. 

ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს.

ვინც გამოდის ამის წინააღმდეგ, უნდა იცოდეს რომ ირჩევს სეპარატიზმს და საბოტაჟზს უცხადებს ერთადერთ რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ და  საქმიან პროცესს. 
სწორედ ეხლა არის ის მომენტუმი, რომ ოპოზიციამ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს საქმიანი თანამშრომლობის წინადადება.

ამ ჩართულობითი პროცესის მარგინალიზაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან "რაღაც კომისიების" ძახილით ქვეყანას აზიანებს. სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიანი, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება".