შეხვედრა გიორგი პაპუაშვილთან საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა. თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი გიორგი პაპუაშვილს პირისპირ შეხვდა, შემდეგ კი გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან გაფართოებული შეხვედრა. პრემიერ-მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსამართლეებმა პირადად მიაწოდეს., პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებს დაჰპირდა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას.