გოგა ხაინდრავა: „ეს

გოგა ხაინდრავა: „ეს "ოცეული"! წინ ქაცარავა და გირჩი ჯაფარიძე, არახამიას და ასტეროვიჩის მოწოდებები! "შინ ევრო-პიწკენ" და გაიქცევიან რუსი ოკუპანტები უკან მოუხედავად! ევროპაც აშენდება!“

საქართველოში ჩეხეთის ელჩის ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებასა და ფეისბუქზე პარლამენტარ ზურაბ ჯაფარიძის სტატუსს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.

საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადებით, მოლდოვის ახალმა მთავრობამ, ახალმა პრეზიდენტმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გაიარა რთული და სიღრმისეული რეფორმების გზა და ამით გამოიკვეთა პროევროპული ტენდენცია.

„საქართველოში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც უკან არის გადადგმული - არა ევროკავშირის მიმართულებით, არამედ ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ. ზოგჯერ ასეთი ნაბიჯები დაფიქსირდა საქართველოში, რაც არამხოლოდ აფერხებს პროცესს, არამედ უკანაც მიჰყავს. სწორედ ეს უნდა მოგვარდეს ამ 6 თვის განმავლობაში. ცალსახად უნდა გაიაზროს მთავრობამ და ოპოზიციამ, რისი გაკეთება სურს. ევროკავშირისთვისაც სწორედ ეს არის მოლოდინი - არამხოლოდ გეგმის წარდგენა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას წლის ბოლომდე. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ერთი მიზნის გარშემო“, - ამბობს ჩეხეთის ელჩი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიცია ჩვეული უცენზურო ფორმით გამოხატა პარლამენტარმა ზურაბ ჯაფარიძემ - „.ლეები ვართ და მაინც მოგვეცით სტატუსი“.

https://twitter.com/KhaindravaGoga/status/1543527513900580864?t=AIWcA6xmXPZafkdfvlP5fA&s=08   გოგა ხაინდრავას გამოხმაურება

https://formulanews.ge/Phrase/73633 ჩეხეთის ელჩის პოზიცია

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02RDXMvLbxEzDLxY2XKWiWXwii4kyzZkaRYyRHrM8QH5KHmiboyQq9CTwtnrz5MoRhl&id=1526262267664605&sfnsn=wa&extid=a&mibextid=7iw7gv ზურა ჯაფარიძის უცენზურო სტატუსი

 

 

m.chigogidze@ და კიდევ ერთი სერიოზული საკითხი რაც ჩემი აზრით სასწრაფოდ საჭიროებს გადაწყვეტას, ეს არის არასამთავრობოების შესახებ კანონმდებლობის დარეგულირების საკითხი. კერძოდ გადმოვიღოთ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის აშშ კანონმდებლობაში არსებული რეგულაციები და აღარ იქნება სალაპარაკო და საკრიტიკო არავისთვის!!! თუ აშშ კანონმდებლებისათვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის ათჯერ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ. ვიმეორებ, აღნიშნული საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და სტაბილიზაციისათვის!!!
2 წლის უკან