„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა, შენობის ირგვლივ სპეცრაზმს ცოცხალი კედელი აქვს აღმართული

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა, შენობის ირგვლივ სპეცრაზმს ცოცხალი კედელი აქვს აღმართული


„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა - შენობის ირგვლივ სპეცრაზმს ცოცხალი კედელი აქვს აღმართული


პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა.

ადგილზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა. შენობის ირგვლივ სპეცრაზმია განთავსებული, რომელსაც ცოცხალი კედელი აქვს აღმართული და შენობის შესასვლელი სრულად გადაკეტილია.

როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, „ბევრი ასეთი კერა გაჩნდება“.