ჰუბერტ ქნირში: არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ

ჰუბერტ ქნირში: არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოთქმულ 12 პირობასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, როგორ შეასრულონ ისინი. ასევე, ხალხი გამოდის ქუჩებში, რათა გამოხატოს მზადყოფნა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს , - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, მონაწილეობა მიიღოს ამ ძალისხმევაში. არც ერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირი დეპოლარიზაციაზე ხაზგასმით, რომელიც განსაკუთრებით საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია არის ქართული პოლიტიკური სისტემის უარყოფითი მახასიათებელი. 4 წელია, რაც თქვენს ქვეყანაში ვმსახურობ და ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა საქართველოში, იქნება ეს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ ის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მუშაობს, ხაზგასმით აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ევროკავშირი იგივეს ფიქრობს. ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა განხორციელდეს ყველა მხარის მიერ ერთად და ერთდროულად“,- განაცხადა ქნირშმა.

გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ შეიძლება დემონსტრაციების გამართვა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა, პარლამენტში კანონის შექმნასთან დაკავშირებით დებატების მოწყობა. მან აღნიშნულს „ლეგიტიმური დისკუსია“ უწოდა.

„დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია მეორე მხარეს მყოფ პირებზე, რომლებიც განსაზღვრულია, როგორც არალეგიტიმური ან ქართულ პოლიტიკაში მუშაობის მხრივ უუნარო - ასეთი დისკუსია მაპოლარიზებელია და თავიდან უნდა იქნას აცილებული“ , - დასძინა გერმანიის ელჩმა.

amo ვაი საყვარელო
2 წლის უკან