სანდრო რაქვიაშვილი: ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, როგორ უნდა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა - ბუნებრივია, კომუნიკაცია ყველასთან გვექნება

სანდრო რაქვიაშვილი: ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, როგორ უნდა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა - ბუნებრივია, კომუნიკაცია ყველასთან გვექნება

„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მის პარტიას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ ევროპული საბჭოს მიერ გაცემული 12-პუნქტიანი გეგმა. მისი თქმით, „გირჩი“ მზადაა, ითანამშრომლოს როგორც მმართველ გუნდთან, ისე - ოპოზიციასთან.

„ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, როგორ უნდა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა. ბუნებრივია, კომუნიკაცია ყველასთან გვექნება - მმართველ გუნდთან და ოპოზიციონერ კოლეგებთან. იმის მიხედვით, თუ რა პოზიციები ექნებათ მათ, გავაკეთებთ საბოლოო არჩევანს, თუ რა პროცესსა და რა ფორმით მივიღოთ მონაწილეობა. მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ამას შევასრულებთ“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.