მიხაილო პოდოლიაკი:  მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით, მსოფლიო დაიღალა რუსული გაზის შანტაჟით, ქიმიური იარაღით, პუტინის პირადი „კომპლექსებით“

მიხაილო პოდოლიაკი: მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით, მსოფლიო დაიღალა რუსული გაზის შანტაჟით, ქიმიური იარაღით, პუტინის პირადი „კომპლექსებით“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდამჭერის გამო და ის რაც მსოფლიოს ნამდვილად ღლის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაულია.

„მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით. მსოფლიო დაიღალა რუსული გაზის შანტაჟით, ხელოვნური კრიზისებით, ინფლაციით, პოლიტიკური მკვლელობებით, ქიმიური იარაღით, ტერორით და მუდმივი თავხედური სიცრუით. ჩვენ დავიღალეთ პუტინის პირადი „კომპლექსებით“, - წერს ის ტვიტერზე.

ცნობისთვის, კიევში ყოფნისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინსიტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ როდესაც უკრაინის ომის გამო მსოფლიოში დაღლილობა იგრძნობა, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინას მსოფლიომ აჩვენოს, რომ მის გვერდით დგას გრძელვადიან პერსპექტივაში.