12 პუნქტი ეს არის დროში გასაწელად, აქციის მუხტის დასაგდებად შემოთავაზებული - სალაპარაკო ჰქონდეთ ევროპელ პარტნიორებთან, აი, ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციასა და ისინი მოლაპარაკებების პროცესზე არ მოდიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
„პირადად მე არ მჯერა, რომ ირაკლი კობახიძის, „ქართული ოცნების“, პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია. შესრულდეს ევროპელების მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტი. ეს არის დროში გასაწელად, აქციის მუხტის დასაგდებად შემოთავაზებული - სალაპარაკო ჰქონდეთ ევროპელ პარტნიორებთან, აი, ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციასა და ისინი მოლაპარაკებების პროცესზე არ მოდიან. ჩვენც უნდა შევთავაზოთ წინაპირობა. წინაპირობა უნდა იყოს მზაობა ირაკლი კობახიძის, „ქართული ოცნების“ დეოლიგარქიზაციის პროცესის დასაწყებად, ანუ ოლიგარქის - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე გავლენების ჩამოსაშორებლად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს.