საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება საქართველოს პირევლი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია, რომლის შეფასებით კატუკიას არაკომპეტენტურობაზე სარწმუნო წყაროებიდან სმენია.
„პირადად არ ვიცნობ ქ-ნ კატუკიას, მაგრამ მის არაკომპეტენტურობაზე სარწმუნო წყაროებიდან მსმენია. სრულიად ვიზიარებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მის შესახებ. ასევე მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი „პროფესიონალიზმის“ მქონე ხალხი კიდევ ბევრია და წარმატება მინდა ვუსურვო ილიას“, - წერს ტვიტერში გიორგი გამსახურდია.