ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს.

„მინდა მივმართო ამერიკის ელჩს, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს კადრები. აშშ-ის ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური ძალადობა. ეს კადრები თუ არ გაასაჯაროვეს, ეს იქნება ძალადობის წახალისება“, - აცხადებს ვატო წერეთელი.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ლაზი რად უნდა მაგას კადრები. ის კაცი არ უარყოფს რომ გცემა. მაგრამ მთავარი ეგ არ არის. გამოდი და თქვი შეაგინე თუ არა.
თუ შეაგინე, ვერანაირი კადრები ვერ გიშველის. ჩურჩულით შემგინებელზე მუშტი ალალია.
თუ ტყუილად გცემა, ხულიგნობისათვის გასაგდებია პარლამენტიდან და სასჯელიც ეკუთვნის. თან ფსიქიატრიულშია შესამოწმებელი.
2 წლის უკან