ბექა ოდიშარია: უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს - თუ ხარ პარლამენტის წევრი და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“, უნდა გეთამაშონ ცალკარას და გირტყან

ბექა ოდიშარია: უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს - თუ ხარ პარლამენტის წევრი და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“, უნდა გეთამაშონ ცალკარას და გირტყან

ვფიქრობდი, რომ კადრების გასაჯაროება ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს და ამის შემდეგ შევსულიყავით შეფასებებში, მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ?! ინციდენტიდან არ იყო გასული 10 წუთი, რომ ყველა პარტიული ტელევიზია ორკესტრირებულად წამოვიდა შეტევაზე - დაიწყო შერაცხვა ბანდად, კრიმინალებად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს - თუ ხარ პარლამენტის წევრი და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წევრი, უნდა გეთამაშონ ცალკარას და გირტყან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.