აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი: რუსეთი ჩვენს თვალწინ ჭკნება

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი: რუსეთი ჩვენს თვალწინ ჭკნება

აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ჯეიმს მეტისმა უკრაინაში რუსეთის ომი გააკრიტიკა და მას ამორალური და ოპერატიულად სულელური ომი უწოდა.

„ამერიკაში გამონათქვამი გვაქვს, ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნები, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ, აყვავდებიან, ხოლო მოკავშირეების გარეშე მყოფი ქვეყნები ჭკნებიან. რუსეთი ჩვენს თვალწინ ჭკნება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა.

ჯეიმს მეტისმა ასევე დაგმო უკრაინაში რუსეთის კამპანიის ამორალური, ტაქტიკურად არაკომპეტენტური, ოპერატიულად სულელური და სტრატეგიულად სულელური ძალისხმევა.