მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე პოლიტიკური მხარეები უარს არ ამბობენ, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ მათ ოპონენტებს ელიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ აქვთ მმართველი გუნდის იმედი, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდება.
„ქართველი ხალხი, ყველა პოლიტიკური პარტია მზადაა ნებისმიერი დიალოგისთვის, სადაც არის მკაფიოდ საუბარი იმაზე, თუ როგორ იქნება შესრულებული ეს გეგმა, თუმცა ყველა კარგად ვხედავთ, რომ ღარიბაშვილის მმართველობის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.