დიმიტრი ხუნდაძე: კარგად ვიცნობ ანრი ოხანაშვილს - მოწესრიგებული, წესიერი ადამიანი და მიკვირს, რომ ასეთ ინციდენტში აღმოჩნდა

დიმიტრი ხუნდაძე: კარგად ვიცნობ ანრი ოხანაშვილს - მოწესრიგებული, წესიერი ადამიანი და მიკვირს, რომ ასეთ ინციდენტში აღმოჩნდა

ძალიან კარგად ვიცნობ ანრი ოხანაშვილს, მის პიროვნებას, ესაა ძალიან მოწესრიგებული, წესიერი ადამიანი და ძალიან მიკვირს, რომ ის ასეთ ინციდენტში აღმოჩნდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„კიდევ უფრო უარესია, როდესაც ეს ამერიკის საელჩოში ხდება. ვფიქრობ, რომ გამოძიება ამას დაადგენს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.