გია ვოლსკი: FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს - გრძელი სია მაქვს, დაწყებული მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული

გია ვოლსკი: FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს - გრძელი სია მაქვს, დაწყებული მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული

საზოგადოებაში თავისუფლად შეიძლება გაიგოთ აზრი: ადამიანებს უნდათ ომი და ამ ადამიანებს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუცია უჭერს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, “FSB-ს სახელმძღვანელოებით ბრალდების წაყენება თუ ვინმესთვის შეიძლება, ეს ის ხალხია, ვინც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ხელში იარაღი ავიღოთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთოთ“. ვოლსკი აღნიშნავს, რომ სია დიდია.

“FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. მაქვს ძალიან გრძელი სია, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ - დაწყებული გიორგი მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს, საომარ მოქმედებებში ჩაერთონ.

ყველა ადამიანი, ვინც მოგვიწოდებს, რომ მეორე ფრონტი გავხსნათ, სწორედაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. რუსეთს არაფრად უღირს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მისთვის ჩვეულებრივი ნორმაა - აგრესია განახორციელოს რეგიონზე, სადაც პოზიციების გაძლიერებას გადაწყვეტს. რუსეთისა და “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია დესტაბილიზაცია.

დაგიდასტურებთ, ადამიანებს, ვინც დღეს ჩართული არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციების ორგანიზებაში, ძალიან მყარი მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით. რასაკვირველია, იმ ადამიანების მხარდაჭერა ევროპარლამენტარების მიერ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს - აქ არაფერ შუაშია არც სოზარ სუბარი, არ დიმიტრი ხუნდაძე და არც მიხეილ ყაველაშვილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს აშშ-ს ელჩმა განცხადება გააკეთა.

„მსურს ვუპასუხო არასერიოზულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, გარკვევით განვაცხადო, შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სასტიკი და აგრესიული ომი პუტინმა დაიწყო და მასვე შეუძლია შეაჩეროს.