მიხაილო პოდოლიაკი: იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება

მიხაილო პოდოლიაკი: იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება" გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ

მეტი იარაღი და უფრო მალე იქნება მშვიდობა ნაცისტური სიმბოლო Z-ს გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე" წერს, რითაც ეხმიანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარს, რომ კუნძულ „ზმეინიდან" რუსი სამხედროების გაყვანა "კეთილი ნების ნიშნად განხორციელდა".

„ყველაფერი გეგმის მიხედვით? კიდევ ერთხელ, როგორც "კეთილი ნება", რუსული ძალები გაიქცნენ კუნძულ „ზმეინიდან" - დადასტურებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ. ასე რომ, იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ. მოკლედ - მეტი იარაღი და უფრო მალე მშვიდობა ნაცისტური სიმბოლო Z-ს გარეშე,"- წერს პოდოლიაკი.

ის აქვე აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, რომ წინადადებას: „გაანადგურა უკრაინულმა არმიამ", რუსულად თარგმნიან როგორც, „უკან დახევა კეთილი ნების გამოსავლენად".