გია აბაშიძე: ჩნდება უტყუარი ფაქტები, რომ სააკაშვილის კონგლომერატი რუსეთთან მჭიდრო კავშირშია ინტერესებით და  დაფინანსებით

გია აბაშიძე: ჩნდება უტყუარი ფაქტები, რომ სააკაშვილის კონგლომერატი რუსეთთან მჭიდრო კავშირშია ინტერესებით და დაფინანსებით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდის ადმინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელზეც ჩანს, რომ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ.

მისი თქმით იბადება შეკითხვა - ვინ მართავს "ნაცების" "სირცხვილიას" გვერდს რუსეთიდან, მაქარაშვილის თუ ხოშტარიას კურატორები?

„იბადება შეკითხვა - ვინ მართავს "ნაცების" "სირცხვილიას" გვერდს რუსეთიდან, მაქარაშვილის თუ ხოშტარიას კურატორები? ყოველდღიურად ჩნდება იმის უტყუარი ფაქტები, რომ სააკაშვილის კონგლომერატი რუსეთთან მჭიდრო კავშირშია ინტერესებით,  დაფინანსებით და 'გაიდლაინებით'- წერს გია აბაშიძე.