ალექსეი რეზნიკოვი: უკრაინის არმია სტაბილურად გადადის დასავლურ იარაღსა და მისი გამოყენების ახალ ტაქტიკაზე, რუსეთის არმია ქვის ხანაში იძირება, მაგრამ რაოდენობრივად მაინც ჩვენზე მეტნი არიან - ჩვენ მეტი იარაღი გვჭირდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, მეტი იარაღი სჭირდება. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის აგრესიის შეჩერება შეუძლია.

„უკრაინის არმია სტაბილურად გადადის დასავლურ იარაღსა და მისი გამოყენების ახალ ტაქტიკაზე, რუსეთის არმია ქვის ხანაში იძირება, მაგრამ რაოდენობრივად მაინც ჩვენზე მეტნი არიან. ჩვენ მეტი იარაღი გვჭირდება! მადრიდში, ნატოს სამიტის მიმდინარეობისას, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება. ნატო-ს შეუძლია და უნდა იმოქმედოს ამ აგრესიის შესაჩერებლად!“, - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.