დალია გრიბაუსკაიტე: უკრაინაში იარაღი მართლაც გვიან ჩადის და არა იმ მოცულობით, რომ უკრაინაში რუსეთი დამარცხდეს

დალია გრიბაუსკაიტე: უკრაინაში იარაღი მართლაც გვიან ჩადის და არა იმ მოცულობით, რომ უკრაინაში რუსეთი დამარცხდეს

ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ დასავლელი მოკავშირეები გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინა მძიმე იარაღს, რომელიც მას სჭირდება, ძალიან გვიან ღებულობს.

„საერთო ჯამში, ომის მიმდინარეობა დასავლეთი ყოყმანისა და გაუბედაობის დემონსტრირებას ახდენს. დასავლეთმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ მიიღო, მაგრამ როდესაც მიიღო, ეს არ იყო საკმარისი. უკრაინაში იარაღი მართლაც გვიან ჩადის და არა იმ მოცულობით, რომ უკრაინაში რუსეთი დამარცხდეს. ამიტომ, ომის მიმდინარეობა დიდწილად დასავლელი მოკავშირეების გაუბედაობისა და დაბნეულობის შედეგია“, - აღნიშნა ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, თუ გამართლდება ვარაუდი, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულად დარჩება, ეს იქნება დასავლეთის არჩევანის ბრალი.

„უკრაინელები გმირულად იბრძვიან და რუსეთის ბრძოლის ველზე შეჩერება შეუძლიათ. თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ, მხოლოდ საკუთარ თავს - დასავლეთს უნდა დავაბრალოთ ეს“, - განაცხადა მან.