დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთოს დიალოგში, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, ათასგვარ ისეთ ქმედებას აანონსებს, რომელიც კონსტიტუციასაც სცდება და კანონმდებლობას არ შეესაბამება

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთოს დიალოგში, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, ათასგვარ ისეთ ქმედებას აანონსებს, რომელიც კონსტიტუციასაც სცდება და კანონმდებლობას არ შეესაბამება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან პერიოდში, ოპოზიცია, დეპოლარიზაციის ნაცვლად, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას ცდილობს.

„ოპოზიცია, ნაცვალად დეპოლარიზაციისა და იმისა, რომ, ევროპისკენ მიმავალ ამ მნიშვნელოვან გზაზე, მაქსიმუმი გააკეთოს და ჩაერთოს დიალოგში, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, ათასგვარ ისეთ ქმედებას იუწყება და აანონსებს, რომელიც კონსტიტუციასაც სცდება, კანონმდებლობას არ შეესაბამება და იმ ყველაფრის კონტრპროდუქტიულია, რასაც ევროკავშირის გზაზე ჩვენი ქვეყნის სიარული ჰქვია“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.