იენს სტოლტენბერგი: როდესაც სამყარო იცვლება, ნატო უნდა შეიცვალოს და როდესაც ყველაფერი სწრაფად ხდება, ჩვენ გვჭირდება სწრაფი რეაგირება

იენს სტოლტენბერგი: როდესაც სამყარო იცვლება, ნატო უნდა შეიცვალოს და როდესაც ყველაფერი სწრაფად ხდება, ჩვენ გვჭირდება სწრაფი რეაგირება

როდესაც სამყარო იცვლება, ნატო უნდა შეიცვალოს და როდესაც ყველაფერი სწრაფად ხდება, ჩვენ გვჭირდება სწრაფი რეაგირება. ზუსტად ასე მოხდა 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ რეალურად ვემზადებოდით დიდი ხნის განმავლობაში. არ არის ისე, რომ თითქოს 24 თებერვალს მოულოდნელად ნატომ გაიღვიძა და მიხვდა, რომ რუსეთი საშიში და სახიფათოა. უკრაინაში რუსეთის შეჭრა ძალიან ზუსტად იწინასწარმეტყველეს ჩვენმა დაზვერვის სამსახურებმა. ჩვენ საჯაროდ გავაზიარეთ დაზვერვის ანგარიშები გასულ შემოდგომაზე და ძალიან ზუსტად ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინაში შეჭრას. მოხდა ის, რაც ვიწინასწარმეტყველეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ჩვენ რუსეთს დავუკავშირდით და შევხვდით, მაგრამ მათ განაგრძეს გეგმების განხორციელება და შეიჭრნენ უკრაინაში. რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვემზადებოდით ამისათვის 2014 წლიდან. გავზარდეთ ნატოს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ნატოს მოკავშირეებმა დაიწყეს მეტი ინვესტიციის ჩადება თავდაცვაში. ახლა ვმუშაობთ ძალების ახალ სტრუქტურაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.