სტოლტენბერგი: რუსეთი უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის

სტოლტენბერგი: რუსეთი უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ მკაფიოდ ვიტყვით, რომ რუსეთი წარმოადგენს უშუალო საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

28 ივნისს, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ფასია, რომლის გადახდაც ღირს თავისუფლებისთვის.

„რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ, რომ ჩვენს ეკონომიკურ სანქციებს ასევე აქვს გლობალური შედეგები, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრებისთვის და შესაბამისად, ევროპელები, ნატოს მოკავშირეები, შეერთებული შტატები საფასურს იხდიან. ეს საფასური გაცილებით დაბალია, ვიდრე ის ფასი, რომელსაც ქვეყნები გადაიხდიან, თუ პუტინი თავისას მიაღწევს დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით. ეს არის ფასი, რომელიც თავისუფლებისთვის უნდა გადავიხადოთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.