იორდანიაში ტოქსიკური ნივთიერებით სავსე კონტეინერი აფეთქდა, დაღუპულია 11 ადამიანი

იორდანიაში ტოქსიკური ნივთიერებით სავსე კონტეინერი აფეთქდა, დაღუპულია 11 ადამიანი

იორდანიაში, წითელი ზღვის სანაპირსთან მდებარე აკაბას პორტში, ტოქსიკური ქლორის აირის გარემოში მოხვედრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა, - წერს BBC.

ოფიციალური ინფორმაციით, ამწის გაუმართაობის შედეგად, გადატანის დროს, ქიმიური ნივთიერების შემნახველი კონტეინერი გემზე ჩავარდა და აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქლორი არის ქიმიკატი, რომელიც ინდუსტრიასა და საყოფაცხოვრებო საწმენდ პროდუქტებში გამოიყენება. ნორმალურ ტემპერატურასა და წნევაზე, ესაა მოყვითალო-მომწვანო აირი, მაგრამ შენახვისა და გადაზიდვის, ის ჰერმეტიზებულია და აცივებენ. მისი ჩასუნთქვისას, გადაყლაპვისას ან კანზე მოხვედრისას, წარმოიქმნება მჟავები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედებს აზიანებენ. ქლორის მაღალი შემცველობის შესუნთქვა იწვევს ფილტვებში სითხის დაგროვებას - სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც ცნობილია როგორც ფილტვის შეშუპება.