რუსა შელია არახამიაზე: „ვთხოვე, ერთი კონკრეტული მაგალითის დასახელება, რომელი სანქცირებული კომპანია მუშაობს საქართველოში-თქო, მაგრამ...“

რუსა შელია არახამიაზე: „ვთხოვე, ერთი კონკრეტული მაგალითის დასახელება, რომელი სანქცირებული კომპანია მუშაობს საქართველოში-თქო, მაგრამ...“

„იმედის” ჟურნალისტი რუსა შელია სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარესა და რუსებთან მოლაპარაკების დელეგაციის ხელმძღვანელთან დავით არახამიასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

„მტკიცებულებები გვაქვს და მალე გასაჯაროვდებაო. როდის-მეთქი? ანალიზი სჭირდება, ჟურნალისტებმა უნდა გამოაქვეყნონო… არ უთქვამს, რომელი ქვეყნის ჟურნალისტებს გულისხმობდა. თუ მართლა უკვე მის ხელშია ეს მტკიცებულებები, ვთხოვე, ერთი კონკრეტული მაგალითის დასახელება, რომელი რუსული სანქცირებული კომპანია მუშაობს საქართველოში. ვერ გეტყვით, მტკიცებულებებს იკვლევენო… დაახლოებით, 10 წუთი გავაგრძელეთ ეს კითხვა-პასუხი, მაგრამ მაინც ვერ ან არ მითხრა, რა კონკრეტული ფაქტები აქვს მოძიებული. 

რესპონდენტებთან ძალიან იშვიათად კი ვიღებ სურათებს, მაგრამ ეს ორი ფოტო უნდა შემორჩეს ჩემსა და FB მეხსიერებასაც“, - წერს რუსა შელია.