დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, ხეების სხვლა-ფორმირებასა და მოჭრას ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დიღმის მასივში, ასევე დიდუბეში.
ხეების ნაწილს სხვლა-ფორმირება უტარდება, ხოლო დაავადებული და ხმობადი მცენარეები იჭრება. მოჭრილი ხეების ნაცვლად, გამგეობა ჯანსაღ, დიდი ზომის ხეებს დარგავს.
მიმდინარე წელს სხვლა-ფორმირება 559 მცენარეს ჩაუტარდა, 31 ხე მოიჭრა, დამუშავდა 28 ავარიული ხე, ხოლო, დადაბლდა - 2. ჯამში, სხვადასხვა სახის სამუშაო 624 ხე-მცენარეს ჩაუტარდა.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნიუ სერვისი“ 149 618 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს.