კოლუმბიაში ხარების ბრძოლის მაყურებელთა ტრიბუნა ჩაინგრა, დაღუპულთა შორის ბავშვიცაა (ვიდეო)

კოლუმბიაში ხარების ბრძოლის მაყურებელთა ტრიბუნა ჩაინგრა, დაღუპულთა შორის ბავშვიცაა (ვიდეო)

ცენტრალურ კოლუმბიაში, ტოლიმას დასახლებაში, ჩაინგრა ტრიბუნის ნაწილი, რომელზეც ხარების ბრძოლის საყურებლად მისული ადამიანები ისხდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.

მაუწყებლის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ოთხი და დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. დაღუპულთა შორის ორი ქალი, ერთი კაცი და ერთი ბავშვია.

The Guardian-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, როგორ ინგრევა ხის სამსართულიანი ტრიბუნა.