უკრაინაში, კიევის ცენტრზე ოკუპანტების საჰაერო იერიშს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე გამოეხმაურა.
„ამ 7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, ვიდრე მის სახლში რუსული საკრუიზო რაკეტა არ აფეთქდა. უკრაინაში კიდევ ბევრია დარტყმების ქვეშ. „დიდი შვიდეულის“ სამიტმა რუსეთს მეტი სანქციით, ხოლო უკრაინას მეტი შეიარაღებით უნდა უპასუხოს. რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დავამარცხოთ“, - წერს დმიტრო კულება და ფოტოს ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.