მაკრონი: უკრაინელი ხალხის წინაშე ვალი გვაქვს, რადგან ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვიან, ასევე მოლდოვის წინაშე, რადგან მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაა

მაკრონი: უკრაინელი ხალხის წინაშე ვალი გვაქვს, რადგან ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვიან, ასევე მოლდოვის წინაშე, რადგან მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაა

ჩვენ უკრაინელი ხალხის წინაშე ვალი გვაქვს, რადგან ჩვენი ღირებულებების, თავიანთი ტერიტორიებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„ასევე მოლდოვის წინაშე, რადგან მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაა და რეაგირება გვიწევს იმავე გულუხვობით, როგორც უკრაინისადმი. გზა ევროკავშირისკენ იქნება გრძელი და მომთხოვნი. იქნება პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. მზად ვიქნებით, დავეხმაროთ ნებისმიერ რეფორმებში პრეზიდენტ მიშელს. მან აღწერა დეტალური გზა დისკუსიებისა, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან.“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.