აშშ უკრაინას დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივნისს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს.

დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის იარაღს, ასევე საბრძოლო მასალას საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში თავდაცვითი ოპერაციების მხარდასაჭერად.