მიეცი ხმა ქართულ მარკას ევროპის კონკურსზე

მიეცი ხმა ქართულ მარკას ევროპის კონკურსზე

საქართველო, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "PostEurop" - ის თემატიკით „მითები და ისტორიები“ შექმნილი საფოსტო მარკების „Europa 2022“ – ის კონკურსში იღებს მონაწილეობას. მარკებზე, რომლებიც „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში ივნისის თვიდან არის მიმოქცევაში, გამოსახულია ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან“ და „ლეგენდა თბილისის დაარსებაზე“.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების  "PostEurop" - ის ორგანიზებით, ევროპული მარკების  „Europa“ - ის საერთაშორისო კონკურსი იმართება. ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“ - ის წევრი ქვეყნების ეროვნულ საფოსტო ოპერატორებს.  ქვეყნებს შორის, რჩეული მარკა გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, ახორციელებენ რიგითი მოქალაქეები.

„Europa“ - ის საფოსტო მარკები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით. მათი მრავალფეროვანი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში.

ხმის მიცემა შესაძლებელია „Post Europ“ - ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.posteurop.org

ხმის მიცემა გრძელდება 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.

მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.