ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს  ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა.

„ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე- ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს,  მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს და ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

trampi საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
-------------------------------------------------------------


ესეც ესეეეე....
მერამდენედ ათქმევინეს საქართველოს ლექსი, თანაც სულ გამოთქმით
მერე ხეირი???



ჰოოოდა......................... აღარ გაუშვათ ჩვენი ბიჭები ე.წ. სამშვიდობო მისიებში....ისე ეგ მისიები რა სამშვიდობოებიცაა კი ვიცით
თან ამბობთ 35 დაიღუპა და 500 მძიმედ დაიჭრაო....რისთვის??----- კამფეტს მაინც არ იძლევიან
ეგენი რომ მართლა სამშვიდობო მისიები იყოს ეგ ხალხი არ დაიღუპებოდა ---დაიჭრებოდა. ის საწყალი ხალხი სინამდვილეში ამერიკის ინტერესებს შეეწირა.... მოკლედ მაგათ გინდ წინ მოუჯვით გინდა უკან ........ მაინც ვერაფერს ვერ დაანახებთ .......... მათთვის მეცხე ხარისხოვანი ქვეყანა ვართ ...დააახლოებით აფრიკა

გაიგეთ ხალხნოოოოო........................ ჩვენ მაგათ მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებით და მისიებში საზარბაზე ხორცად ..სულ ეგაა ჩვენი ფუნქცია აგე ეხლა ჩვენი ომში ჩათრევა უნდოდათ და არ გამოუვიდათ.....
პლიუს კიდე კოსტაიასავით მაჯაზე ტილო ჩამოკიდებულები უნდა ვემსახუროთ და ვუთხრათ --ანტრე ბატონო, - რა გნებავთ, რა მოგართვათ--- თქო-
გაიგეთ და დაიმახსოვრეთ სულ ესააა ჩვენი ფუნქცია მათთვის
სწორედ ამას გავიძახი აქ სულ ---თერთმერტი წელია

აქ ნაცებს მიშას დროს, ერთი ჩათლახი ტრენერი ჰყავდათ მარკ მალენი, გამჭირვალე გიგაურის დამაარსებელი............
...იმან ჟურნალ ლიბერალში პირდაპირ გვითხრა......... თქვენ იმდენადა ხართ ჩვენთვის საჭირონი, რამდენადაც რუსების მეზობლად მდებარეობთო---ანუ იმან ჩემი ტერმინოლოგიოით რო ვთქვათ პირდაპირ გვითხრა თქვენ ჩვენთვის მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ყოფნის ფუნქცია გააქვთო(შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალ ლიბერალის ძველი ნომრები)
....ამერიკიდან ჩამოვიდა უქონელი და აქედან 53 მილიონიანი ბიზნესებით წავიდა...ტელევიზიაშიც იყო მის ჩათლახობებზე გადაცემა
1 წლის უკან