გიორგი გამსახურდია ელენე ხოშტარიას მამის განცხადებაზე: ალბათ, იმ ტანკებზე საუბრობს გოგი, 1991 წელს რომ შემოაგრიალებინეს მან და მისმა დამქაშებმა რუსებს რუსთაველზე, მერე სამაჩაბლოში, აფხაზეთსა და შემდეგ - სამეგრელოში

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

„ალბათ, იმ ტანკებზე საუბრობს გოგი, 1991 წელს რომ შემოაგრიალებინეს მან და მისმა დამქაშებმა რუსებს რუსთაველზე, მერე სამაჩაბლოში, აფხაზეთსა და შემდგომში უკვე სამეგრელოში“, - წერს გიორგი გამსახურდია.