ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა.

„სამწუხარო ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა, სწორედ ამას ემსახურება. ჩამორჩენილი ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატობას, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, არამედ სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. თავისი რიტორიკით პრეზიდენტი დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს კობახიძე.