ირაკლი კობახიძე: რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს

ირაკლი კობახიძე: რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე აბსოლუტურად ყველა პარამეტრით. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინასა და მოლდოვაში და ნახავთ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით წინ არის უკრაინასა და მოლდოვაზე. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ უკრაინა კანდიდატის სტატუსს იმის გამო იღებს, რომ ქვეყანაში ომია.

„ჩვენ პირდაპირ გვითხრეს - უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი. ეს თქვა პირდაპირ მაკრონმა. მან პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს ჯობდა გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით“, - განაცხადა კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli ხანდახან ჭკვინი კაცი მგონიხარ, მაგრამ ხანდახან ისეთ სისულელეს იტყვი რომ ძალიან იმედგაცრუებული ვრჩები! რომ გვეომა ვერავითარ სტატუსს ევროპა ვეღარ მოგვცემდა, უბრალოდ საქართველო იქნებოდა რუსეთის გუბერნია და არა ქვეყანა! ბოკერიას, მის ცოლს, სამადაშვილს, ჭიჭე ვაშაძეს, გირჩ ჯაფარიძეს რუსული პირადობის მოწმობები ექნებოდათ გულის ჯიბეში! პასპორტს მაგათ არავინ აღირსებდა, პირადობის მოწმობა და ვსიო!
1 წლის უკან