ოლაფ შოლცი: უახლოეს მომავალში რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია მისი აგრესიული და იმპერიალისტური პოზიციის გამო

ოლაფ შოლცი: უახლოეს მომავალში რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია მისი აგრესიული და იმპერიალისტური პოზიციის გამო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორობა, როგორც ეს ნატოს 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია ნახსენები, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია მისი აგრესიული და იმპერიალისტური პოზიციის გამო.

ნატოს სამიტისგან, რომელიც 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება, ოლაფ შოლცი უკრაინის ომის ფონზე ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალს ელის.

ამასთანავე, გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უგუნური იქნება ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის შეწყვეტა, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტსა და მის პროპაგანდას წაადგება.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ 1997 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს იმ პრინციპებს, რომელსაც პუტინი ასე უხეშად არღვევს - ძალადობაზე უარის თქმა, საზღვრებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემა.