ტექნოპარკში Skillwill Academy-ს  აკადემიის  პრეზენტაცია გაიმართა

ტექნოპარკში Skillwill Academy-ს  აკადემიის  პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთის ტექნოპარკში Skillwill Academy-ს წარმომადგენლებმა სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. 

შეხვედრას, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი  დაესწრო. 

აკადემიაში  სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე. 7 თვის განმავლობაში სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე ონლაინ ჩაატარებენ ლექციებს; 

 სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში, შესაძლებლობა მიეცემათ,  დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.