დავით ზარდიაშვილი: ნუ იქნებით ბრბო! ნუ დააგოიმებინებთ თავს ნაცებს, ნურც ე.წ. დეოლიგარქიზაციითა და ნურც თითქოსდა რუსი ოლიგარქით

დავით ზარდიაშვილი: ნუ იქნებით ბრბო! ნუ დააგოიმებინებთ თავს ნაცებს, ნურც ე.წ. დეოლიგარქიზაციითა და ნურც თითქოსდა რუსი ოლიგარქით

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

“ნუთუ შეიძლება საერთოდ ვინმე დააგოიმონ ნაცებმა ამ თავიანთი აბსოლუტურად გაცვეთილი, ყოვლად უაზრო და წრეგადასულად უტიფარი პროპაგანდით?! საუბედუროდ, თურე შეიძლება! 

არადა, ევროპელობა - უწინარესად რაციონალობაა, კეთილგონივრულობაა, ბოლოსა და ბოლოს საღი აზრია, კეთილშობილებასაც თავი რომ დავანებოთ. რა კეთილგონივრულობასა და რაციონალობაზე შეიძლება საუბარი, როცა 10 წელია ერთსადა იმავე აბსურდს ამტკიცებენ, თითქოს "ოცნება" რუსული პროექტია?! ხომ მკაფიო, აშკარა და უდავოა: საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, წევრობაზე უკვე აქვს განაცხადი შეტანილი, მისი მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირისკენ უალტერნატივოდაა კონსტიტუციით გამყარებული და არაერთგზის, მათ შორის სისხლის ფასითაც(საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილეობა) უდავოდ დამტკიცებული. ხოლო რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს დიპლომატიური   ურთიერთობებიც კი გაწყვეტილი აქვს, ნებისმიერი დიპლომატიური არხითა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველა ფორმატის გამოყენებით მუდმივად და ცალსახად უკავია პრო-დასავლური და ანტი-რუსული პოზიცია (არ არსებობს არც ერთი, საერთოდ არავითარი  გამონაკლისი).

მეტიც: აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე საზავო ხელშეკრულებაც კი არ აკავშირებს (  ოდენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვაქვს დადებული) რუსეთის ფედერაციასთან. ამ პირობებში, ე.ი. აბსოლუტურად გარკვეულ და ნათელ, ცალსახად ეთმნიშვნელოვან  მოცემულობაში,  ხელისუფლების პრორუსულობაზე კრინტის დაძვრაც კი და მითუმეტეს, გაუთავებელი ყაყანი , სწორედაც რომ  სრული უგუნურებაა და სხვას არაფერს, გარდა საქართველოს დასავლური ორიენტაციის ეჭვს ქვეშ დაყენებისა,  არ ემსახურება.

არანაირი არგუმენტი, გარდა თითიდან გამოწოვილი კონსპიროლოგიისა, რაც საბოლოო ჯამში გონებასუსტებისთვის შეთხზულ  "რუსი ოლიგარქის" მითამდე დაიყვანება, ვინაიდან მეტი ფანტაზია აქაც არ ყოფნით, ვერ მოუყვანიათ და ვერც მოიყვანენ!   თუკი რაიმე ლოგიკას და რაციონალურ განსჯას, უბრალოდ - საღ აზრს მისდევ,  შეუძლებელია საქართველოს ურყევი და მტკიცე, როგორც არასდროს,  საგარეო ორიენტაციის რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.  საკითხი იმდენად ელემენტარულია, რომ როცა საქართველოს ხელისუფლებას უწევს ოპონირება სხვადასხვა შარლატანებთან თუ შარახვეტია, როგორც აქაურ ისე უცხოელ, პოლიტიკანებთან, ხშირად რჩება შთაბეჭდილება, თითქოს იგი იძულებეულია  ამტკიცოს,  იმდენად ჭკვიანიც არ არის, თავისი თურმე მაინც "აშკარა პრორუსულობა" ასე ბოლომდე, რაიმე კვალის დაუტოვებლად, სრულად შენიღბოს, როგორც ამას აბსურდულად აბრალებენ. მაგრამ აბსურდსაც აქვს ფარგლები: ხელისუფლებას, რომელმაც განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე, დააბრალო ის, რომ თურემე ყველაფერს აკეთებდა და მისი მთავარი ინტერესი იყო, რათა ეს განაცხადი როგორმე არ დაკმაყოფილებულიყო - საერთოდ ყოველგვარ საღ აზრს მიღმაა, გავს იმას, რასაც მაგ. ძველი სოფისტები ამტკიცებდნენ - მზე, ვინაიდან ისიც მრგვალია და ყვითელი, ბებოს ბოსტანში მოყვანილი კვახიაო! რადგან წევრობის კანდიდატობის ნაცვლად წევრობის პერსპექტივა მოგვანიჭეს (რაც, რასაკვირველია, დიდად არ განსხვავდება ერთი-მეორესგან) თურმე ეს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის საბუთია, სწორედ ამ კატეგორიის სოფიზმად უნდა მივიჩნიოთ! გამაოგნებელია!

დღევანდელ მიტინგზე შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი აფექტის გამო რაციონალურ განსჯას ივიწყებს და სწორედ რომ იბნევა,  რადგან ეჩვენება, თითქოს თავისი პროდასავლურობით პრორუსულ მთავრობას უნდა დაუპირისპირდეს. დაბნეულობა უცოდველობა არ არის. "დაბნეული ხალხი - ბრბოაო!", გვაფრთხილებდა ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში ცხონებული ოთარ ჩხეიძე.

ნუ იქნებით ბრბო! ნუ დააგოიმებინებთ თავს ნაცებს, ნურც ე.წ. დეოლიგარქიზაციითა და ნურც თითქოსდა რუსი ოლიგარქით. თორემ: ბრბო არც ევროპას და არც აზიას არაფერში სჭირდება;  თუ საქმე მართლაც აქეთკენ წავა, სხვა გზა არავის ექნება და ბოლოს ყველა ერთად შეეცდება, საიდანაც გამოვედით ისევ იქ, ბრბოთა თავშესაფარში - რუსეთში შეგვტენოს”!

Aburjga Tasmanieli რაც ტელევიზორში დავინახე, რა აქციაც დღეს ჩატარდა რუსთაველზე ნათლად გამოჩნდა, რომ უკვე სოდომ-გომორაშია ატი-ათასობით ჩვენი მოქალაქე, მთელლი სულითა და გულით, გონებით და მისწრაფებით სოდომ - გომორაში არიან!
2 წლის უკან
dimpi შემთხვევით და ტყვილა არ დაუნგრევიათ განათლების სისტემა, მერე უფრო ადვილია ზომბირება, თანაც თუ მედიის(ყველანაირს) საშუალებებს გააკონტროლებ შენი ხუშტურებ-დირექტივებით
2 წლის უკან