ირაკლი კობახიძე: წესით არ უნდა არსებობდეს პოლემიკა პარტიებსა და პრეზიდენტს შორის - პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა საპარლამენტო რესპუბლიკაში

ირაკლი კობახიძე: წესით არ უნდა არსებობდეს პოლემიკა პარტიებსა და პრეზიდენტს შორის - პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა საპარლამენტო რესპუბლიკაში

ჩვენ საერთოდ არ გვინდა, სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში შესვლა. წესით არ უნდა არსებობდეს პოლემიკა პარტიებსა და პრეზიდენტს შორის - პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა საპარლამენტო რესპუბლიკაში, მთლიანად დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან და შესაბამისად, არავითარი საბაბი არ უნდა არსებობდეს იმისვის, რომ გაიშალოს პოლემიკა მმართველ პარტიას, ოპიზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს შორის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„თქვენ თუ ნახავთ ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკას ან მონარქიას, არცერთი პრეცედენტი არ ფიქსირდება, გარდა შედარებით განუვითარებელი ქვეყნებისა. მაგალითად, პარტიები გერმანიის პრეზიდენტს არასდროს არ დაპირსპირებიან და რატომ? იმიტომ, რომ გერმანიის პრეზიდენტები მოქმედებდნენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli არ ვიცი საპარლამენტო რესპუბლიკამ თუ თქვენ ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტი აქციეთ პიანინოზე შემოდგმულ ფსევდო ფაიფურის პატარა თოჯინად! არ გამოვა მასე. პრეზიდენტი ცოცხალი ადამიანია და საკუთარი პოლიტიკური გმოვნება აქვს! თუ პრეზიდენტი ჰქვია მას რაღაც არსებითი, ცოცხალი ფუნციები უნდა გააჩნდეს. ასეთი პრესტიჟული სახელის მატარებელს მასაც უნდა შეეძლოს იფუნქციონიროს და მისი ქვეყნისათვის რაღაც არსებითი გააკეთოს! მოკლედ ეს საპარლამენტო რესპუბლიკა რა მთხლეცაა ალბათ თქვნი, პოლიტიკოსების გარდა ყველა მოქალაქე კარგად ვხედავთ! კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს! დაე იყოს შვეციაში და დანიაში საპარლამენტო მოდელი. ჩვენ საქართველოს გვჭირდება მკაცრი ერთპიროვნული მმართველბა, ტირანია!
2 წლის უკან