ევროკომისიის პრეზიდენტი: ეს ისტორიული დღეა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობისთვის - დღეს ჩვენ მათ მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს ვუგზავნით

ევროკომისიის პრეზიდენტი: ეს ისტორიული დღეა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობისთვის - დღეს ჩვენ მათ მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს ვუგზავნით

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იზიარებენ ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერ და ლეგიტიმურ მისწრაფებებს და დღეს ჩვენ მათ მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს ვუგზავნით, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იზიარებენ ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერ და ლეგიტიმურ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ მათ მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს ვუგზავნით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რთულ გარემოებებში არიან. მტკიცედ ვდგავართ ჩვენს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებზე, ვადგენთ იმ გზას, რომელიც მათ უნდა გაიარონ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კომისიის მოსაზრებები მიუთითებს ჩვენს ურთიერთობებში გარდამტეხ მომენტზე. მართლაც, ეს ისტორიული დღეა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ისინი თავის დროზე იქნებიან ევროკავშირში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

Aburjga Tasmanieli ე.ი. ჯერ-ჯერობით გადავრჩით ნეხვში ჩავარდნას?! ევროკავშირი მოგიხანთ უნამუსო, მტარვალური კანონი და  გაგება! თქვენი დასაბოლებელი კბილი ქართველმა ხალხმა კარგა ხანია მოიცვალა!  იმედი მაქვს ამ წლის ბოლომდე დაიშლებით ან დაგშლიან, თქვე მტარვალებო თქვენა! 
2 წლის უკან
amo არა და თქვენც ევროპასავით როგორი სათნო სახე გაქვთ.
2 წლის უკან