20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ბევრი. ამის შემდგომ, ყოველთვის უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ჯერი არის ქართველ ხალხზე.
„ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება, აი, ბატონო შენ ბოლო შანსი, ჯერ კიდევ კიაფობს ეს შესაძლებლობა საქართველოსთვის. ახლა ჯერი ჩვენზეა. მთავრობა გადადგება მაშინ, როდესაც ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება და როდესაც ხალხი თავის არჩევანს მკაფიოდ, მთელი მსოფლიოს წინაშე დააფიქსირებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.