შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს უნდა წვლილი შეიტანოს ჩვენს ევროპულ მომავალში, ეს წვლილი უნდა შეიტანოს იმით, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას

შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს უნდა წვლილი შეიტანოს ჩვენს ევროპულ მომავალში, ეს წვლილი უნდა შეიტანოს იმით, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას

ვფიქრობ, ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონსოლიდაცია მთავრობის გარშემო - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთავრობა არის ამ პროცესის წარმმართველი და მნიშვნელოვანია თუკი ვინმეს უნდა რამე წვლილი შეიტანოს ჩვენს ევროპულ მომავალში, ეს წვლილი უნდა შეიტანოს იმით, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, მის პოზიციებს ევროკავშირთან, მხარი დაუჭიროთ იმას, რომ ის მიღწევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, სრულად იყო დანახული, დაფასებული, ასახული ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ წრეებსა და დიპლომატებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდაჭერისადმი ერთიანობის აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.