ლევან ბეჟაშვილი: მნიშვნელოვანია, 20 ივნისს საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს და არა, ვის ეჭირება მიკროფონი

ლევან ბეჟაშვილი: მნიშვნელოვანია, 20 ივნისს საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს და არა, ვის ეჭირება მიკროფონი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

ამასთან, ბეჟაშვილის თქმით, მთავარი არის არა ის, ვის ექნება მიკროფონი ხელში, არამედ აქციაზე რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და ამით ჩვენი მძლავრი ხმა გავუგზავნოთ როგორც „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს საქართველოს ევროპული მომავლის მთავარი წინაღობაა, ამავდროულად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. აქცია თავისი შინაარსით უკვე პოლიტიკურია, რადგან უკავშირდება საგარეო პოლიტიკური მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიციის გამოვლენას, მაგრამ დღეს მთავარი არ არის, ვის ეჭირება მიკროფონი ხელში, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს. ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებებმაც დაადასტურა, რომ მთავარი, რისიც ეშინიათ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ევროპულ საკითხთან მიმართებაში ქართველი ხალხის ერთიანობაა“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

 

amo ლევან ბეჟაშვილი: " "ქართულ ოცნება“, რომელიც დღეს საქართველოს ევროპული მომავლის მთავარი წინაღობაა". მერე იტყვიან კაცმა კაცი როგორ მოკლაო.
3 წლის უკან