პრემიერის სამძიმარი(VIDEO)

პრემიერის სამძიმარი(VIDEO)

სამების საკათედრო ტაძარში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა.

პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. "ბიჭები ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შეეწირნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს", _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.