Foreign Policy: უკრაინის საკითხზე, ნატო-ში განხეთქილებაა, ბლოკს განახლება სჭირდება

Foreign Policy: უკრაინის საკითხზე, ნატო-ში განხეთქილებაა, ბლოკს განახლება სჭირდება

Foreign Policy-ში ალიანსის შესახებ ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა. მასში ვკითხულობთ, რომ ბლოკში უკრაინის საკითხზე ერთგვარი განხეთქილებაა და მას განახლება სჭირდება.

სტატიის თანახმად, თითქმის 3 წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცნობილი დიანგოზი დასვა - „ნატოს ტვინის სიკვდილი“.

გამოცემის ანალიტიკოსის, ედვარდ ლუკასის შეფასებით, ამას აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასწარ გაუთვლელი პოლიტიკაც მოჰყვა, რამაც ალიანსისთვის სერიოზული პრობლემები შექმნა. ავტორი აღნიშნავს, რომ ახლა ყველა ნატოს აღორძინებაზე საუბრობს და რუსეთისა და უკრაინის ომმა ბლოკის უმთავრეს მისიას - ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, აქტუალობა შესძინა, მაგრამ სტატიაში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც არის მოყვანილი, სადაც ის ამბობს, რომ „თაფლობის თვემ“ დიდხანს ვერ გასტანა და ომის გახანგრძლივებასთან ერთად, დაძაბულობა და კავშირის რყევა იმატებს“, - ნათქვამია სტატიაში.