ბორელი: რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა - თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოგვიწევს ამ კონტინენტზე რუსეთთან თანაარსებობას ვეცადოთ

ბორელი: რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა - თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოგვიწევს ამ კონტინენტზე რუსეთთან თანაარსებობას ვეცადოთ

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოზიციას მოსკოვთან კონტაქტების შენარჩუნების შესახებ, რადგან ყველაფრის მიუხედავად, ევროპას რუსეთთან ერთ კონტინენტზე თანაარსებობა მოუწევს.

„ყველა ომი ცეცხლის შეწყვეტითა და სამშვიდობო მოლაპარაკებებით სრულდება. რუსეთი გააგრძელებს არსებობას სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგაც, თუმცა ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, როგორი იქნება ეს თანაარსებობა. ასეთი თანაარსებობა ძალიან რთული იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა - შეჭრა, აგრესია, ნგრევა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოგვიწევს ამ კონტინენტზე რუსეთთან თანაარსებობას ვეცადოთ“, - აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს მას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, ყოველ შემთხვევაში, იმ ტერიტორიების, რომელიც უკრაინამ 24 თებერვალს სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ დაკარგა.