„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, როგორი იქნება ევროკავშირის გადაწყვეტლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მმინიჭებაზე, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევს.
„საქართველომ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს. თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას, რათა მოვხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
24 ივნისს ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მანამდე კი, ზუსტად 4 დღეში, 17 ივნისს, ევროკომისია თითოეული ქვეყნის პროგრესს შეაფასებს. სამი ქვეყნის მომდევნო ეტაპზე გადასვლას 27 ხმა სჭირდება. დღეს არსებული ინფორმაციით, უკრაინის კანდიდატობის მომხრეთა რიცხვი 15-დან 20-მდე გაიზარდა. უპირობო სტატუსს საქართველო-მოლდოვისთვის ამდენი მომხრე არ ჰყავს.